დღევანდელი აფხაზეთი რუსი ტურისტის თვალით- (ვიდეო)

-“როგორც კი რუსეთ-აფხაზეთის საზღვარს გადაკვეთთ, მაშინვე თითქოს დროის მანქანაში აღმოჩნდებით და 20 წლით უკან დაბრუნდებით, თითქოს 90-იან წლებში მოხვდით. საზღვარზე მესაზღვერეები და მილიცია დგას, იქ პოლიცია ჯერ კიდევ არ არის. ჩახვალ რომელიმე ქალაქში და გინდა მანქანა გააჩერო, მოდის „მოძველბიჭო ელემენტი“ და გეუბნება, რომ სწორედ ეს ადგილი ფასიანია, მერე სხვაგან გადადიხარ და იგივეა, ოღონდ ბიჭია სხვა.

აქ არ არის დასაქმება, საშინელი სიძვირეა, არ არის ინფრასტრუქტურა, წესრიგი…თბილისი და სოხუმი რომ შეადარო, ცა და დედამიწასავითაა, თბილისში აბსოლუტურად განვითარებული ინფრასტრუქტურაა და ყველაფერი რიგზეა…

რუსი ტურისტი თბილისში არსებულ სიკეთეებს სააკაშვილს მიაწერს. ის ყოფს საქართველოს და აფხაზეთს, მისთვის სოხუმი და თბილისი სხვადასხვა სახელმწიფოს დედაქალაქები არიან!!!

კომენტარის დატოვება