საქართველოს საელჩო ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირზეა

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირზეა. ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მოქალქეთა დიდი ნაწილი ქურთისტანის რეგიონში (ქ. დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში) იმყოფება.

მოქალაქეთა ინფორმაციით, ვითარება ამ პროვინციაში მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ამასთან,  საელჩოში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი +962 797 299 799.