სალომე ზურაბიშვილს გორში აქციით დახვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან ულოცავს.

გორში ჩასულ სალომე ზურაბიშვილს საპროტესტო აქციით დახვდნენ.

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმის პარალელურად ოპოზიცია აქციას მართავს.

მანამდე პოლიცია საკრებულოს წევრებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნაძვის ხესთან მისვლის საშუალებას არ აძლევდა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.