გრიპის ვირუსის მორიგი სავარაუდო მსხვერპლი – ჭიათურაში 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა

მარიამ ახალკაცი

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსული ინფექციით 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ჭიათურის კლინიკაში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით იყო გადაყვანილი.

როგორც ექიმები “კურიერთან” ამბობენ, პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს, მათი განმარტებით, ახალგაზრდა ქალი ჰოსპიტალიზაციიდან საათნახევარში გარდაიცვალა.