„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ახალგაზრდა ქალი უკვე ოცნებასაც ვეღარ ახერხებს“

ბათუმში, ოცნების ქალაქში მცხოვრებ მარტოხელა მრავალშვილიან დედას სოციალური

დახმარება მოუხსნეს!

   ამ წუთებში „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე დაგვიკავშირდა და ბათუმში, “ოცნების ქალაქში” მცხოვრები მრავალშვილიანი, მარტოხელა დედის გასაჭირი გვიამბო. ის დღეს მათთან იმყოფებოდა სტუმრად.

– “ბათუმში,  ე. წ. „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს 27 წლის, 3 შვილიანი მარტოხელა დედა-ლანა კუპრეიშვილი.

14457368_1072119979491391_2560478859583798074_n

ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს, ერთადერთი საარსებო წყარო სოციალური დახმარება იყო და ისიც მოუხსნეს. ვერავინ გვპასუხობს რა მიზეზით მოეხსნა სიდუხჭირეში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს სოციალური. სამწუხაროდ,  სოციალური სააგენტო დღემდე უნაროა არა მარტო ამ კონკრეტულ ოჯახთან მიმართებაში, არამედ  უამრავი ოჯახების მიმართ. დედა მხოლოდ მეზობლების და ახლობლების იმედად არის. საცხოვრებელი პირობებიც გაუსაძლისი აქვთ.

14508696_1072130322823690_1165574634_n 14518344_1072130016157054_2094203599_n 14527474_1072130106157045_1709642493_n

უსახსრობის გამო დედას წვალებით უხდება საჭმლის მომზადება გაზის ბალონზე, ესეც მაშინ, თუ ვინმე კეთილი ადამიანი პროდუქტს მიაწვდის.  შუქი არ აქვთ და სანთლის შუქზე არიან.

14462770_1072120149491374_1744942912547121811_n 14484745_1072120102824712_295363753123213870_n

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ახალგაზრდა ქალი უკვე ოცნებასაც ვეღარ ახერხებს. ხალხს ყურადღება არ აქვთ, პრობლემა არსებობს და მომგვარებელი არავინაა, კითხვები ჩნდება და არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც მიხვალ და პასუხს გაგცემს! ახლა ყველა ამბობს, წინასაარჩევნო პერიოდია და დახმარება მოსყიდვაში ჩაგვეთვლებაო, მაგრამ ამ ოჯახის პრობლემა დღეს ხომ არ დამდგარა! მათ გასაჭირს ყველა იცნობს, მაგრამ…და უბედურება ისაა, რომ ასეთი ოჯახები საკმაოდ მომრავლდნენ, მათ სასწრაფოდ ესაჭიროებათ დახმარება.”

კომენტარის დატოვება