ახალი ინიციატივა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე და პოლიტიკოსებზე…

“მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია ახალი ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ თუ პოლიტიკოსს თავი აქვს არიდებული სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, უფლება ჩამოერთვას საჯარო პოლიტიკური გამოსვლებისგან, ასევე უნდა ჩამოერთვას პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება.

-მოვუწოდებ ჟურნალისტებს, სანამ პოლიტიკოსები ტელე-ეთერებიდან ჭკუას დაგვარიგებდნენ, კითხვა დაუსვან მათ: ჯარში არიან თუ არა ნამყოფები? გამოვდივარ ინიციატივით, თუ პოლიტიკოსს თავი აქვს არიდებული სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, უფლება ჩამოერთვას საჯარო პოლიტიკური გამოსვლებისგან, ასევე ასეთ კონტიგენტს ჩამოერთვას პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება-ამბობს ძაგანია.