“ადამიანი და მისი უფლებები არასდროს იყო მისი ღირებულება”

მარიამ ახალკაცი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ის არის კრიმინალი” და “მშვიდობა მისი ღირებულება არასდროს ყოფილა”. მისივე თქმით, სააკაშვილი “იმ ბედის ადამიანია”, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების ეშინია.

“ადამიანი და მისი უფლებები არასდროს იყო მისი ღირებულება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მისი განცხადებებით რადგან გამოძიება დაინტერესდა, ჩვენ მასზე და მის პიროვნებაზე კომენტირებისას ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ”, — განაცხადა წულუკიანმა.