იგეგმება 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენა -თბილისის მერია

მარიამ ახალკაცი 

თბილისის მერია 179 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას გეგმავს. ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მისი თქმით, ავტობუსების შეძენა რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის იგეგმება.

“ურბანულ განაშენიანებასთან ერთად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც, ამიტომ სრულიად უფასოდ შემოვიყვანეთ 18 მეტრიანი ავტობუსი რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას, რათა შევძლოთ ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა”, — წერს ვიქტორ წილოსანი.