დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკევეს

მარიამ ახალკაცი

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკევეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა.

აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი მხედრიონელი, დოდო გუგეშაშვილის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს. ინციდენტი გუგეშაშვილის სახლში, თბილისში 7 თებერვალს მოხდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა.