“ვეტერანები საქართველოში განსაკუთებულ ზრუნვას და ყურადღებას იმსახურებენ”

,, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში სამჯერ იყო შეტაკებაში მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოსთან – რუსეთთან. ამიტომ ბუნებრივია , რომ ქვეყანას ამ პირობებში უნდა ჰქონდეს მკვეთრი პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უპირებს ვეტერანებს, როგორ შეუქმნის მათ ოჯახებს განვითერების შესაძლებლობებს და როგორ იზრუნებს მათზე. მე ევროპისკენ მიმყავს ეს ქვეყანა და მინდა რომ რაც დასაფასებელია ევროპაში სწორედ ის ავიღოთ მისგან. ამერიკაში და ევროპაშიც ყველაზე უფრო პატივსაცემი ადამიანები ვეტერანები არიან. ეს არიან ადამიანები, რომელსაც მთელი საზოგადოება მადლობას უხდის არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ გვერდში უდგას ქმედითად. სწორედ ამიტომ, მე და ვახტანგმა მაშინ, როდესაც ძალიან მწვავედ იდგა ვეტერანთა ჰოსპიტალიზაციის საკითხი, მინისტრობის დროს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შევძელით რიგი პრობლემების მოგვარება, ასევე მე მხარი დავუჭირე ვეტერანთა დეპარტამენტის ცალკე გამოყოფას თავდაცვის სამინისტროდან, რომ როგორც დამოუკიდებელ სტრუქტურას მეტი საშუალება ჰქონოდა განვითარებისათვის. ,,თავისუფალი დემოკრატები“ ვართ პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც პრაქტიკულად კონტრაქტს ვდებთ ვეტერანებთან, მიგვაჩნია, რომ პარლამენტში უნდა იყოს ვეტერანთა კომიტეტი, რომელიც განახორციელებს კონტროლს ვეტერანთა პოლიტიკის მიმართულებით. უნდა არსებობდეს ფინანსური რესურსი. ტყუილი იქნება რაიმეზე საუბარი, თუ ვეტერანებისათვის ბიუჯეტიდან არ იქნება გამოყოფილი თანხები“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარის დატოვება