რა უტიფარიც წინა ხელისუფლება იყო ირინა ენუქიძესთან მიმართებაში, იმაზე უტიფარია ეს ხელისუფლება მაჩალიკაშვილთან მიმართებაში

არჩილ გამზარდია

-რა უტიფარიც წინა ხელისუფლება იყო ირინა ენუქიძესთან მიმართებაში, იმაზე მეტად უტიფარია დღევანდელი ხელისუფლება მალხაზ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში.

მიუხედავად ყველაფრისა, გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებამ გაითამაშა მაინც “სამართალდევნა” მაშინდელი მოხელეების წინააღმდეგ, დღეს ბევრად უფრო სასტიკი პოზიცია აქვს “ქართულ ოცნებას” თავისივე სისტემის მსხვერპლის, მაჩალიკაშვილების მიმართ.

და ვერანაირი სახელისუფლებო პროპაგანდისტული კამპანია ისევე ვერ დაიცავს დღეს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორც თავის დროზე ვერ დაიცვა პროპაგანდით თავი წინა ხელისუფლებამ…”