მწარე რეალობა – მოხუცი შემოსავლის წყაროდ აქციეს!(ვიდეო)

დავით ცხვარაძე

ქუთაისში მოხუცი შვილიშვილებმა ე. წ „ ყულაბად“ აქციეს, შემწეობით აკრებილ თანხას კი თავად ითვისებენ!

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე ხანდაზმული მამაკაცი დახმარებას წლებია ითხოვს, მას გადაადგილება არ შეუძლია, სწორედ ამიტომ ლუკმა-პურის საშოვნელად დაჩოქილი დადის.

14536506_325418384487715_358016616_o

ისტორია ვრცელია და ამოუცნობ საიდუმლოს ინახავს, იქვე ახლოს მოვაჭრეები ყვებიან, რომ მამაკაცი დილით ოჯახის წევრებს მოჰყავთ და მერე გვიან ისევ მიჰყავთ, იმასაც ყვებიან, რომ მას მისი ნათესავები შემწეობით აღებულ თანხასაც სძალავენ!

ჩვენ მოხუცთან გასაუბრება ვცადეთ,  მაგრამ გვითხრა, რომ საუბარი გამართულად არ შეუძლია, თუმცა აზროვნება არ უჭირს, როდესაც მიკროფონს შეხედა ცრემლები წასცდა, აღმოჩნდა,  რომ წარსულში პროფესიიდ  ფოტორეპორტიორი იყო, მან ყველაფერი დაკარგა გარდა თავმოყვარეობისა, აცრემლებული თვალები კამერების წინ დამალა და იქვე ახლოს დახლს მოეფარა, საუბარი არ ისურვა, სავაჭრო დახლამდეც ფორთხვა ფორთხვით მივიდა, წლებმა ყველაფერი დაანახა გარდა ერთისა, ოჯახს ნატრობდა მაგრამ შვილიშვილებმა მოხუცი ე.წ. „ყულაბად “ გამოიყენეს, მის ფინჯანზე შეგროვილ თანხასაც თავად ოჯახის წევრები ითვისებენ.

კომენტარის დატოვება