,,ნაციონალური მოძრაობის წინაშე პასუხის გასაცემი და საპასუხისმგებლო არ გვაქვს არაფერი”

მარიამ ახალკაცი

პარლამენტში უმრავლესობის სხდომამ პროტესტი ფონზე ჩაიარა, მმართველი გუნდის შეკრების შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობი იყო. დეპუტატებმა მმართველი გუნდიდან, პარლამენტში შეკრება დილიდანვე დაიწყეს. მათი განცხადებით, განიხილება საორგანიზაციო და მიმდინარე საკითხები. უმრავლესობამ დღეს განცხადება ოპოზიციის მოთხოვნაზეც გააკეთა. ისინი ამბობენ, რომ პოზიცია არ იცვლება და მათი შეთავაზება არის 100/50-ზე.

უმრავლესობის შეკრების დასრულების შემდეგ, 2 საათისთვის პარლამენტში სხდომა უნდა დაიწყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველ გუნდს “ნაციონალურ მოძრაობის” წინაშე პასუხი გასაცემი არ აქვს:

“ნაციონალური მოძრაობის წინაშე პასუხის გასაცემი და საპასუხისმგებლო არ გვაქვს არაფერი,  საზოგადოების სახელით ისინი ნუ ლაპარაკობენ, საზოგადოება თავის სიტყვას ამბობს დემოკრატიულ არჩევნებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით უზრუნველყოფილია საქართველოში,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.