“ბატონო რევაზ, თქვენ ცდებით! მე შემრცხვა თქვენი უტიფარი ტყუილის!..”

რევაზ არველაძის განცხადებას, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ, ფონს “მომავლის გზის” ლიდერი დავით კინწურაშვილი ეხმიანება და დეპუტატს შეხვედრას სთავაზობს:

-ბატონო რევაზ თქვენ ძალიან ცდებით! შემხვდით მე, მობრძანდით ჩემთან ნებისმიერ დროს და შეგახვედრებთ ათეულობით ბავშვს რომელის შიშილობს…. მიგიყვანთ ისეთ ოჯახებში სადაც პური ენატრებათ… მე არ ვარ ოპოზიციის აქტივისტი და არც პოლიტიკურ განცხადებებს ვაქვეყნებ ხოლმე სოციალურ ქსელში, ყოველთვის ვცდილობ რომ თითოეული ჩემი განცხადება დაბალანსებული იყოს და ფაქტებს არ გასცდეს. მაგრამ ზოგჯერ ზოგიერთი პოლიტიკოსის არასერიოზული განცხადება საკმაოდ მაღიზიანებს რადგან საზოგადოებისთვის თვალში ნაცარის შეყრას ნიშნავს… აი მაგალითად როგორიც დღეს თქვენ ბრძანეთ… არ შეიძლება ის თქვა პოლიტიკოსმა ხმამაღლა რისიც თავად არ გჯერათ… მე ვერასდროს ვერავინ დამწამებს ცილს რომ ოდესმე ნაციონალების ან სხვა რომელიმე პარტიის მომხრე ვყოფილიყავი გარდა ქართული ოცნებისა ამას ფაქტები ადასტურებს…

მე პატიოსნად ვაკეთებ ჩემს საქმეს და არ ვერევი სხვის საქმებში ჩემი საქმე სწორედ მშიერი, სოციალურად დაუცველი ბავშვების და მათი ოჯახების გაძლიერებაა და ასეთი ოჯახი ძალიან ბევრი მყავს…. მაპატიეთ რომ ასეთი მწვავე განცხადების გაკეთება მომიწია მაგრამ მე შემრცხვა თქვენი უტიფარი ტყუილის … საქართველოში ბავშვები შევარდნაძის დროიდან შიმშილობს არც მიხელ სააკაშვილის დროს ყოფილან დალხენილი ბავშვები და ოჯახები და არც ეხლა არიან ფუფუნებაში….

თქვენ უნდა გესაუბრათ სიღარიბის დაძლევის გაუმჯობესების გზებზე და დღეს არავინ გაგაკრიტიკებდათ.. თქვენი არასერიოზული განცხადებით კიდევ ერთი საბაბი მიეცით ოპოზიციას რომ ისაუბრონ დღევანდელი მთავრობის უუნარობაზე და უმოქმედობაზე ესე არ შეიძლება გაუფრხილდით იმ მთავრობის გუნდს რომელშიც ხართ…-მიმართავს საჯაროდ კინწურაშვილი არველაძეს.