“თუ გადადგებით მადლობას მაშინ გადაგიხდით”

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტში “მინისტრის საათზე” გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრი გააკრიტიკა.

„ვერ გავიზიარებ და ვერ დავეთანხმები ჩემი იმ კოლეგების პათოსს და განწყობებს, რომლებიც პოზიტიურ ტალღაზე იყო გაჟღერებული. მიმაჩნია, რომ თქვენი მოხსენება ძალიან შორს იყო რეალობისგან და დიდი იმედი მაქვს, რომ ცოტა დაუბრუნდებით არსებულ რეალობას, რა ხდება ქვეყანაში, რა გაჭირვებაა მოსახლეობაში, ჯანდაცვის სფეროში, რა კატასტროფული მდგომარეობაა დასაქმების სფეროში.  ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვიდეოკამერები კი არ უნდა ვუყიდოთ სოციალურ მუშაკებს, არამდე რეალურად უნდა ვიზრუნოთ, რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ გვყავდეს და ამ თვალსაზრისით თქვენს მოხსენებაში შემოთავაზებული არაფერი იყო.

რუსთაველზე ვცხოვრობ და ვიდრე პარლამენტამდე მოვედი 10 ადამიანი შემხვდა ხელგამოწვდილი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა და ყველასთვის ფული არ მეყო.“

” ჯერ ალბათ ვერაფრისთვის ვერ გადაგიხდით მადლობას, მაგრამ თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით დაკავებული თანამდებობიდან მადლობას მხოლოდ ამისთვის გადაგიხდით” – დასძინა ფოფხაძემ.