სათამაშოების უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლი იწყება

სათამაშოების უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლი იწყება

 სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, შეფასდება პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა – იგულისხმება სათამაშოების, როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები.

► სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა განხორციელდება, როგორც დოკუმენტური, ისე ვიზუალური და ლაბორატორიული შემოწმების გზით.

 სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

► სათამაშოების ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შექმნილი ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო იქნება 2021 წლიდან.

► უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განხორციელდება აღსრულებითი ზომები, რომელთა სიმკაცრე დამოკიდებულია აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის ზომაზე და მოიცავს სხვადასხვა სანქციებს – მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს.