სიტუაცია ნამდვილად არ იძლევა პოზიტიური მოლოდინის საფუძველს“.

ცნობია, რომელ საათზე გამოაცხადებს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავასა და „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე.

როგორც გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები არ იძლევა პოზიტიური მოლოდინის შესაძლებლობას:

„ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში გამძაფრდა პოლიტიკური დევნა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე მესიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ალბათ ყველას გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ დაჭერები გაგრძელდება და რომ ბევრი მოხვდება საპატიმრო დაწესებულებაში. რამდენიმე თვის წინ გიგი უგულავას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფიზიკურად გაუსწორდნენ, არადა, იმის ნაცვლად, რომ უგულავა დაზარალებულად ეცნოთ, ის ბრალდებულად გამოაცხადეს. ეს სიტუაცია ნამდვილად არ იძლევა პოზიტიური მოლოდინის საფუძველს“.