ჩინეთში კორონავირუსის დიაგნოზი ერთ დღეში 14 840 ადამიანს დაუსვეს

ჩინეთის ჯანდაცვის მონაცემებით, ერთ დღეში კორონავირუსის დიაგნოზი ჰუბეის პროვინციაში კიდევ 14 840 ადამიანს დაუსვეს. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 60 ათასს მიაღწია. ამ დრომდე გარდავლილია 1300-ზე მეტი ადამიანი.

ჩინეთის ჯანდაცვამ დღეიდან პაციენტებისთვის  დიაგნოზის დასმის ახალი მეთოდი შეიმუშავა.  დაავადებულთა სიაში პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების მიხედვით შეიყვანენ და აღარ დაელოდებიან სხვა გამოკვლევების შედეგებს. ეს მიდგომა ექიმებს საშუალებას მისცემს დაავადების მკურნალობა საწყისს სტადიაზე დაიწყონ.