ჩინეთში კორონავირუსის ამომცნობი აპარატი გამოიგონეს

ჩინელმა მკვლევარებმა კორონავირუსის  გამოსავლენად ახალი მობილური ექსპრეს-სისტემა შეიმუშავეს. ხელსაწყოს მეშვეობით სწარაფად იქნება შესაძლებელი უარყოს, ან დაადასტუროს სისხლში ვირუსის არსებობა.

სისტემა ადამიანს საშუალებას აძლევს, სწრაფად აღმოაჩინოს საეჭვო შემთხვევები, განახორციელოს მონიტორინგი და წინასწარ აცნობოს ორგანიზმში საეჭვო დაავადების არსებობის შესახებ.  ხელსაწყო კომპიუტერის მაუსის მოცულობისაა. ის შიგნიდან ინტეგრირებულია  ლაბორატორიული  აღჭურვილობის  სისტემით, რომლის წყალობით შესაძლებელია თითიდან  სწრაფად  გაკეთდეს სისხლის  ანალიზი.

შედეგები ავტომატურად  გადაიგზავნება  ეპიდემიის მონიტორინგის ცენტრში, რაც საშუალებას მისცემს შესაბამის სამსახურებს არსებული სიტუაცია შეაფასონ და შესაბამისი ზომებიც მიიღონ.