სუს-ი – ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა.

“14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა. აღნიშნული ფაქტი ჩანდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რაც დაფიქსირებულ იქნა პოლიციის საპატრულო ჯგუფის მიერ.

მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია,” – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.