კალაძე ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს

თბილისის მერი კახი კალაძე თბილისის პარკინგთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათ “სითი პარკისგან” ტექნიკასთან ერთად 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა.

“ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო აღნიშნული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“ – აცხადებს თბილისის მერი.