”საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნის ფაქტს ეხმაურება და ამბობს რომ საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ობიექტური და ღირსეული პროკურორი.

უმრავლესობა ფიქრობს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება სამართლიანი და კარგი გადაწყვეტილება იყო. მათივე თქმით, შოთაძის ღირსეულმა ქმედებებმა უმრავლესობას მისცა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირათ ირაკლი შოთაძის კანდიდატურისთვის.

“როგორც კი კითხვები გაჩნდა პროკურატურასთან დაკავშირებით მაშინვე დატოვა შოთაძემ თანამდებობა. ეს კიდევ დამატებითი მოტივაციაა ნებისმიერი წევრისათვის უმრავლესობაში, რომ მისთვის დღეს მხარი დაეჭირათ. საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.