“კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისგან”

საგარეო საქმეთა სამინისტრო Facebook-ზე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +989352110274; +989122997726; +989108201041“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.