კანარის კუნძულებზე ქვიშის ქარიშხალია

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა.  სტიქიის ადგილას აეროპორტებიდან  არაერთი ავიარეისი  გადაიდო.

ესპანეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის ცნობით, ქარის სიჩქარე კანარიის კუნძულებზე 120კმ/სთ-ია და ასეთი ამინდი დღესაც გაგრძელდება.

ქვიშის ქარიშხალი კანარის კუნძულებს საჰარის უდაბნოდან დაატყდა თავს. ის იმდენად ძლიერი  და მასშტაბურია, რომ მისი დანახვა კოსმოსიდანაც არის შესაძლებელი.