ბაღების სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით მორიგი პროექტს იწყებს (ვიდეო)

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით მორიგი პროექტს იწყებს – საქველმოქმედო ფონდ“ აი იას“ ინიციატივით გამოცემული სანოტო კრებული, რომელიც სმენის დარღვევის მქონე ბავშვების სმენითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, სააღმზრდელო მეთოდოლოგიაში დაინერგება. ამ მიზნით, კრებულის პრაქტიკაში გამოყენების ძირითადი პრინციპების გასაცნობად ფონდის მუსიკა-თერაპევტებმა თბილისის ბაღების მუსიკის პედაგოგებისთვის ვორკშოპი გამართეს. პროექტის ფარგლებში, თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტომ 500 ერთეული სანოტო კრებულის ბეჭდვა დააფინანსა.

https://www.youtube.com/watch?v=jbJ6WtdYJAA