აბიტურიენტთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

მონაწილეებს შეეძლებათ რეგისტრაცია ვებ გვერდზე online.naec.ge გაიარონ.

ხელმისაწვდომი იქნება საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ აბიტურიენტების ცნობარიც.

რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპიანი იქნება, მაგრამ თუ აბიტურიენტი პირველ ეტაპზე ვერ დარეგისტრირდება, ის გამოცდებს ვეღარ დაესწრება.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები და აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები.  გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

აბიტურიენტთა რეგისტრაცია  30 მარტის 18:00 საათამდე გასტანს.