შესაძლოა, არდადეგები ისევ გაგრძელდეს

ჯანდაცვის მინისტრი სასკოლო არდადეგების გაგრძელებას არ გამორიცხავს. ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო აკვირდება ეპიდემიის  მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ბაგა-ბაღისა და სკოლის არდადეგები გახანგრძლივდეს.

საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ დაითხოვა სკოლები და საბავშვო ბაგა-ბაღები, რაც საქართველოში პირველ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყანასთან, იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის დროებით შეწყვეტას, ჯანდაცვის მინისტრი, ამის აუცილებლობას ჯერ ვერ ხედავს.