გიორგი გახარია საზოგადოებას მოუწოდებს მაქსიმალურად მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და საზოგადოებას მოუწოდა , რომ მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის და ხალხმრავალ ადგილებს , ხშრიად იბანონ ხელები და ეცადონ მაქსიმუალურად დაიცვან ის წესები რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომნედაციის სახით გასცა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, რომ, უბრალოდ, ხშირად დავიბანოთ ხელი; მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს; არ ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ; არ დავექვამდებაროთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანის პანიკურ განწყობებს; თუ რისკის ზონაში მოვხვდით, დავიცვათ თვითიზოლაციის წესები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებს, ჩვენს ბავშვებს და უნდა მოვუაროთ ერთმანეთს. საბოლოო ჯამში, უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას.