მსოფლიო ადამიანების გარეშე – კადრები რომლებიც ისტორიას დარჩება

მსოფლიოში გაჩერდა წამი…

კორონავირუსის გამო იტალია მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადდა. ჩრდილოეთ იტალიის შემდეგ, შეზღუდვები მთელს ქვეყანაში გავრცელდა. გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ გამოაცხადა და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა თავშეყრის ადგილებში ყოფნა. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. მოსახლეობას სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მუშაობის ან გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეეძლება. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ჯუზეპე კონტეს თქმით, შეზღუდვები ძალაში 10 მარტს შევა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვმა 113 000-ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 62 832 პირი, გარდაიცვალა 3 990.