5 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხდომის ჩანიშვნის მიზეზი, გავრცელებული ფარული ჩანაწერები გახდა.

“2016 წლის 5 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა, მედიით გავრცელებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით,”-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება