დაინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

 

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 40 -მდე გაიზარდა.  კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216. გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა ერთი პაციენტი.

ბოლო მონაცემებით იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 474  ადამიანი გარდაიცვალა, 4 200-ზე მეტი და დაინფიცირდა. ირანში 147 პაციენტი შეეწირა ვირუსს და 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც შეეხება ჩინეთს, იქ მხოლოდ 13 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, 11 კი დაიღუპა.