“მოსალოდნელია დაინფიცირებულთა რიცხვის გაზრდა”

საქართველოს ხელისუფლება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს მოუწოდებს მაქსიმალურად უზრუნველყონ თანამშრომლების  დისტანციური მუშაობა, ან შეეცადონ, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ მათ სამსახურში გამოცხადება.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა აღნიშნა, ქვეყანაში მოსალოდნელია კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის გაზრდა.

“დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველამ ერთად მოვერიოთ კორონავირუსს. ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ პრევენციისთვისაა მიმართული.” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.