ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას

მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც დაუჭერს.

მათი ინფორმაციით, ამ შემთხვევაში პარტიის წევრები ბოიკოტის რეჟიმს დაარღვევენ, პარლამენტში მივლენ და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ.

ცნობილია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს ევროპული საქართველო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ქართული ოცნება ბრძანებულებას მხარს დაუჭერს. დღეს იგივე დაადასტურა ირაკლი კობახიძემაც