საქართველოში უკვე 77 დადასტურებული შემთხვევაა

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში კიდევ  გაიზარდა და 77-ს მიაღწია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განმარტა, ერთი შემთხვევა ახალია, ხოლო მეორე ამერიკიდან ჩამოსული ოჯახის კონტაქტია.

ეზუგბაიას განცხადებით, 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, დანარჩენის მდგომარეობა სტაბილური.

ამჟამად ინფექციურში  34 პაციენტი მკურნალობს. 10 უკვე გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა.