კახა ძაგანია: არ აჰყვეთ დაგეგმილ პროვოკაციებს!

გუშინ მომხდარ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანიამ დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური შეფასება გააკეათა და მოუწოდა საზოგადოებას, არ აჰყვნენ დაგეგმილ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, ხოლო ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა, დროულად გამოიძიონ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს უმძიმესი დანაშაული. ძაგანია ასევე სხვა თემასაც შეეხო და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ გაყიდა 2012 წელს შალვა ნათელაშვილმა “ლეიბორისტული პარტია”.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო მზაკვრული გეგმის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს გადატრიალების გზით სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას. გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად ისინი დღევანდელ დაგეგმილ აქციაზე თავიანთი მხარდამჭერების გააქტიურებას ელიან და ეს პროვოკაციები გაგრძელდება თუ საზოგადოება დაუჯერებს კრიმინალ „ნაციონალურ მოძრაობას“ და შევა შეცდომაში, ასევე თუ შესაბამისი ორგანოები ვერ გამოავლენენ სათანადო პროფესიონალიზმს.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ აყვეს კრიმინალი პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს და 8 ოქტომბერს მშვიდად გააკეთოს არჩევანი სასურველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. ასევე მოვუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მატერიალურ-ტექნიკური საშუალება, მოიწვიონ უცხოელი ექსპერტ-კრიმინალისტები, რათა უმოკლეს დროში გამოიძიონ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს უმძიმესი დანაშაული და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავე კრიმინალი პოლიტიკოსები. საზოგადოებამ წარსულს ჩააბარა „ხურჩის ინციდენტი“, სადაც ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ყუმბარმტყორცნებით უსწორდებოდა არჩევნებზე მისულ თანამოქალაქეებს“ – განაცხადა კახა ძაგანიამ.

„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ საზოგადოებას ასევე შალვა ნათელაშვილის მიერ 2012 წლის არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის“ გაყიდვა შეახსენა.

„2012 წლის არჩევნებში თაღლითმა ნათელაშვილმა სააკაშვილის დავალებით დაშალა „ლეიბორისტული პარტია“, რაშიც მას გადაუხადეს 3 მილიონი აშშ დოლარი. არჩევნებამდე რამოდენიმე ხნით ადრე, ნათელაშვილს შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნებისას ჰიტროუს აეროპორტში გადაეცა სია“ლეიბორისტული პარტიის“ 1300 კომისიის წევრის, რომლებიც ხელს უშლიდნენ „ნაცმოძრაობას“ 2012 წლის არცევნების შედეგების გაყალბებაში. ეს სია მას გადასცეს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელობიდან. საქართველოში დაბრუნებულმა ნათელაშვილმა ჯერ ჩირქი მოსცხო „ლეიბორისტული პარტიის“ ერთგულ, გამოცდილ და გამობრძმედილ წევრებს და გასცა ბრძანება, რომ ისინი სიებიდან ამოეყარათ, მათ ნაცვლად კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კომისიები თავიანთი  დააკომპლექტა.

ამიტომ მოვუწოდებთ თაღლითი ნათელაშვილის 1-2 პროცენტ შერჩენილ ამომრჩეველს, მხარი არ დაუჭირონ მას, ხოლო ჩვენ ყოფილ თანამებრძოლებს ვურჩევთ მიბაძონ „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარისა და იმერეთის წარმომადგენლებს და მიატოვონ გამყიდველი ნათელაშვილი“ – აღნიშნა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

 

 

კომენტარის დატოვება