თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ახალი პროექტი #დარჩიკრეატიული

#დარჩიკრეატიული 

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ახალი პროექტი #დარჩიკრეატიული

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია თავის Facebook პლატფორმას უთმობს ხელოვანებსა და მათ შემოქმედებას.

„ეს ონლაინ კულტურული ჰაბი ერთი მხრივ, საზოგადოებისათვის არტ-თერაპია და მეორე მხრივ, შემოქმედი ადამიანებისთვის სოციალური დისტანცირების პირობებში ახალი შემოქმედებითი პროექტების განხორციელების მოტივაცია იქნება“- ამბობს თამარ ტალიაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.

ვებ-გვერდზე აიტვირთება ქართველ შემოქმედთა სახვითი ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მუსიკალური, დიზაინის, პროზისა და პოეზიის, აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები, რომელიც ახალი კორონა ვირუსის CoVid-19 მსოფლიოში გავრცელების შედეგად შექმნილი განსაკუთრებული ვითარების პერიოდში შეიქმნა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ამ ახალ აქციაში ჩართვის მიზნით, ავტორებს შეუძლიათ გააგზავნონ ნაწარმოები ასატვირთად Facebook გვერდზე განათლებისა და კულტურის კომისია – თბილისის საკრებულო.

საკონტაქტო პირი: საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სამდივნოს უფროსი სალომე ვერულაშვილი, საკონტაქტო ნომერი – 558 258 991