“მალე მივიღებთ ტესტებს, რითაც დიაგნოსტირების დრო შემცირდება 45 წუთამდე”

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას”  ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებს

მოლაპარაკებას ამერიკულ კომპანიასთან, რომლის ტესტებით COVID 19-ის დიაგნოსტირება 45 წუთში ა შესაძლებელი.

-თუ ჩვენ ამ ტესტებს მალე მივიღებთ და ამაზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, რადგან დღეს ამ ტესტების გამოშვების სიმძლავრე მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას დღეში 15 ათასი აქვს და 1 კვირის შემდეგ ექნება 30 ათასი… გარკვეული რიგი არსებობს და პირველ რიგში აპირებენ ევროპაში ყველაზე დაზიანებული ქვეყნების – იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვების მომარაგებას.

ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ, რადგან ტესტების მწარმოებელ კომპანიასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, გამომდინარე C ჰეპატიტის პროგრამიდან საქართველოში და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მივიღებთ ტესტებს, რითაც დიაგნოსტირების დრო შემცირდება 45 წუთამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.