მსოფლიოში კორონავირუსისგან 150 734 ადამიანი განიკურნა

მთელს მსოფლიოში ახალი “კოვიდ-19”-ით 700 ათას ადამიანზე მეტია დაინფიცირებული.  ინფორმაციას  აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის  კვლევითი ცენტრი ავრცელებს.  დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი შემთხვევა – 142 ათასი აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილას იტალიაა და იქ 97 680 ადამიანი  ებრძვის კორონავირუსს, მესამე ადგილას ჩინეთია, სადაც 81 470 დაინფიცირებული ფიქსირდება, ესპანეთში – 80 100, გერმანიაში კი 62 400 პირი ებრძვის ახალ ვირუსს.

მსოფლიო მასშტაბით  კორონავირუსით უკვე 33 550 ადამიანია გარდაცვლილი.  ყველაზე მეტი 10 700 იტალიაში დაიღუპა,  მეორე ადგილზე ესპანეთია და ამ ქვეყანაში აღნიშნულ ვირუსს 6 800 ადამიანი ემსხვერპლა, ირანში –  2 640 , საფრანგეთში 2600, ხოლო ამერიკაში 2480.

საშიში  ვირუსისგან  ამ დრომდე 150 734 ადამიანი გამოჯანმრთელდა.