რჩევები ონკოპაციენტებს პროფესორისგან

საქართველოს კორონავირუსით დაინფიცირებული ონკოლოგიური პაციენტი არ ყავს. ამის შესახებ  ონკოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.  რემა ღვამიჩავას განმარტებით,

ის ონკოპაციენტია რისკის ქვეშ, რომელსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს. თუმცა ასეთივე რისკის ქვეშ შეიძლება იყოს სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებიც.

ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რეკომენდაციებს იძლევა და ამბობს, რომ სიმსივნით დაავადებულებმა აუცილებელი ვიზიტების გარდა, მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ კლინიკებში მიმოსვლა.

“მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ იმუნიტეტი შეინარჩუნონ და ჩაიტარონ ონლაინ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ასევე აშშ-ის ონკოლოგთა რეკომენდაციაა, რომ პანდემიის დროს კიბოს სკრინიგის პროგრამა შეჩერდეს, რადგან ამან შესაძლოა, ზიანი უფრო მოუტანოს მკურნალობის მსურველებს, ვიდრე სიკეთე.” -აცხადებს ღვამიჩავა.