“კრიტიკული პაციენტები უკვე სუნთქვის აპარატიდანაც მოიხსნენ”

კორონავირუსით დაინფიცირებული იმ პაციენტების მდგომარეობა რომლებიც კრიტიკულად ფასდებოდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დასტაბილურდა და მალე თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანენ.  ეს განცხადება ამავე ცენტრის  დირექტორმა გააკეთა.

ლევან რატიანმა ასევე აღნიშნა რომ, კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესებულია და მართვითი სუნთქვის აპარატიდან უკვე მოიხსნა.

„ყველაზე კრიტიკული პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში ბოლნისიდან  მარნეულის წითელი ზონიდან გადმოიყვანეს,  იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკურად ანამნეზური მდგომარებით სახეზე იყო მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, ავტოკორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა. მოთავსებული იყო კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში, ფასდებოდა ექიმების მიერ, როგორც უკიდურესად მძიმე. ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მკვეთრი დადებითი დინამიკაა, მოხსნილია აპარატურული სუნთქვიდან, კონტაქური და ადეკვატურია, რამდენიმე საათი დაყოვნდება კრიტიკული მედიცინის ცენტრში და ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

ამჟამად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში “კოვიდ 19”-ით დაინფიცირებული 22 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.