„თავისუფალი დემოკრატების“ თეთრიწყაროს კანდიდატმა კანდიდატურა „ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა

არჩევნებამდე 2 დღით ადრე „თავისუფალი დემოკრატების“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაჟა ბექაურმა საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ წევრის სასარგებლოდ მოხსნა.

განცხადება თეთრიწყაროს „ქართული ოცნების“ შტაბში უკვე გაკეთდა. ბექაურთან ერტად განცხადება შტაბის ათმა წევრმა გააკეთა.

ბექაურის თქმით,  ის თავის კანდიდატურას გოდერძი ჩანქსელიანის სასარგებლოდ ხსნის და თავისი გუნდით „ქართულ ოცნებას“ უერთდება.

 

კომენტარის დატოვება