მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე

“ლელო”

-სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი წესი. არის ძალიან მძიმე პირობა? რა თქმა უნდა არის!
გამოსავალია ამ წესს დაემატოს შემდეგი: ერთ ჭერქვეშ მცხოვრებმა ოჯახმა, რომელსაც სურს სამ წევრზე მეტი შემადგენლობით (4-5) გადაადგილდეს “ა” პუნქტიდან “ბ” პუნქტამდე, უნდა მიმართოს ადგილობრივ პოლიციას ელექტრონული ფორმით, შესაბამისი ნებართვის მისაღებად.

პოლიციამ დაუყოვნებლივ (გადამოწმების მარტივი და სწრაფი მექანიზმით) უნდა გასცეს ასეთი ცნობა. დანარჩენი, ელექტრონული მისამართები, ელექტრონულად შესავსები ბლანკები და ა. შ. შეიმუშაოს შესაბამისმა ორგანოებმა. ეს უნდა გაკეთდეს მალე, რათა დამატებით სტრესსა და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები.