“სამწუხაროა მოლოდინი იმისა, რომ ეკლესიაში გაჩნდეს ე.წ. კლასტერი”

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს  საპატრიარქო  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ღამისთევის ლიტურგიასთან დაკავშირებით,  ჯერ-ოჯერობით უცნობია. როგორც საპატრიარქოს პრეს-მდივანმა განმარტა, მიდის მუდმივი მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის წარმომადგენლებთან.

” ღმერთმა ინებოს საზეიმო მსახურება აღვასრულოთ და ამით არ მოხდეს წესების დარღვევა.
იმ დროს, როდესაც ყველას გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა, დახმარება და ერთმანეთისათვის ანგარიშის გაწევა, თვალში საცემია წინასწარი მხიარული განწყობა იმის თაობაზე, რომ რომელიმე მღვდელი დასნეულდება ან ვინმე მრევლი ზიარების მერე დაინფიცირდება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუსთავში მღვდელი და დეპუტატი ზიარების შემდეგ დაინფიცირდნენ, თუმცა გადავამოწმეთ ინფორმაცია და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. დაზღვეული არავინ არაფრისგან ვართ. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს ეს, თუმცა  ამ საერთო განსაცდელის დროს განწყობა და მოლოდინი იმისა რომ ეკლესიაში გაჩნდს ე.წ. კლასტერი, არის ძალიან სამწყუხარო. ყველას ვთხოვ ამ მძიმე პერიოდში მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ნუ დავძაბავთ ისედაც დიდი განსაცდელის წინაშე მყოფ ხალხს”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.