“კოვიდ 19”-ით მესამე გარდაცვლილი 86 წლის ქალბატონია

საქართველოში კორონავირუსის ინფექციით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ქალბატონი 86 წლის იყო და ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი აცხადებდა, ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა და მას მრავლობითი თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.