ზუგდიდის ბაზარი 12 აპრილიდან ნაწილობრივ ამუშავდება

ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, ზუგდიდის ბაზარში მოვაჭრეების ნაწილი ხვალიდან მუშაობას განაახლებს.

საუბარია მთავარ შენობასა და ფართზე, სადაც ხილ-ბოსტნის რეალიზაცია ხდება. როგორც მერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა,  ბაზრის ადმინისტრაციისთვის მიცემული რეკომენდაციები შესრულებულია.

შენგელიმ ასევე განმარტა, რომ ბაზარში შესვლაც შეზღუდული იქნება და ის გაკონტროლდება. გარდა ამისა, მოვაჭრეები სრული ეკიპირებით იქნებიან აღჭურვილნი.