“ამ ვირუსმა რელიგია და ეროვნება არ იცის”

უკრაინის პრეზიდენტი  მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულზე სახლში ლოცვას ურჩევს და ამბობს, რომ კორონავირუსმა არც რელიგია და არც ეროვნება იცის.

„კიევ-პეჩორის მონასტრის ტერიტორიაზე თითქმის 100  სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა, რაც  იმის მანიშნებელია, რომ კორონავირუსი აინფიცირებს ყველას, მიუხედავად ეროვნებისა, სქესისა თუ რელიგიისა. ყველამ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და დარჩეს სახლში“.- აცხადებს ვლადიმერ ზელენსკი.