ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება

ქუთაისსა და ზესტაფონში ყველა სასაფლაოს დაკეტვაა დაგეგმილი. აღნიშნულის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით ქუთაისში 13 და ზესტაფონში სამი სასაფლაო დაიკეტება და ასევე მათთან მისასვლელი გზებიც გადაიკეტება.
“ამ დღეებში დავაზუსტებთ, თუ რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, რომელი დღიდან იქნება ეს შეზღუდვები დაწესებული” – განაცხადა შალამბერიძემ.