შატილის სკოლა: სამწუხარო ინფორმაცია მივიღეთ…ვის მივაწვდინოთ ხმა!

F-news

შატილის საჯარო სკოლა

-„სოფელ შატილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია უკვე ორი კვირაა. დღეს სამწუხარო ინფორმაცია მივიღეთ: გესი გაზაფხულამდე არ გაკეთდება. ინტერნეტთან წვდომა არა გვაქვს, ახლა ჩამოსული სტუმრის ლეპტობით ვსარგებლობ. ზამთარი გათბობის გარეშე შეუძლებელი იქნება მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვისაც, არ ვიცი ვის მივაწვდინოთ ხმა. დუშეთის მუნიციპალიტეტი არ აპირებს დახმარებას, მხოლოდ გენერატორს გვპირდება.გენერატორის საშუალებით გათბობა შეუძლებელია, აქ კი ძალიან მკაცრი ზამთარი იცის…“

მთის პრობლემის უყურადღებიდ დატოვება არ შეიძლება! მითუმეტეს, როცა პრობლემა სკოლას ეხება!

კომენტარის დატოვება