ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 პაციენტს პნევმონია აქვს

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ 11 პაციენტს, რომლებიც “კოვიდ 19” არიან ინფიცირებულნი, მძიმე ფორმებში პნევმონია აღენიშნებათ. ამის შესახებ ამავე კლინიკის ინფექციონისტი აცხადებს.
მეგი კობახიძის ინფორმაციით, მათ კლინიკაში ამჟამად 24 დაინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 7 არასრულწლოვანი. რაც შეეხება სასულიერო პირს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მართვადი.