უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერს

უმრავლესობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერს – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ გააკეთა. დავით მათიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდის წევრები გადაწყვეტილებას იმ ვითარების შესაბამისად მიიღებენ, რაც ქვეყანაში რეალურად არსებობს.